LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშქარავას საქმეში ექსპერტი გეჯაძე დაიქირავა ტვ პირველმა – გეჯაძემ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა დამკვეთს დაუმალა: ვატო წერეთელი

1446
ვატო წერეთელი - გეჯაძე ალექსანდრე

ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორი სოციალურ ქსელში წერს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავას საქმეში ტელევიზიამ დაიქირავა, თუმცა, როდესაც ცნობილი გახდა ლევა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული საბოლოო დასკვნა, ექსპერტმა დამკვეთს ამის შესახებ არ შეატყობინა.

როგორც წერეთელი წერს, ექსპერტმა დასკვნას ხელი 2021 წლის 30 დეკემბერს მოაწერა და ამის შესახებ 2022 წლის 7 იანვრამდე არაფერი არ თქვა.

ვატო წერეთელი წერს, რომ ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს რომ „დასკვნა“ სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

საგარეო უწყება: „იუნესკოს“ სია არ არის ახალი, ექსპერტიზის პასუხებს გადავუგზავნით“ – რა წერია საბოლოო დასკვნაში, რომელსაც ხელს დამოუკიდებელი ექსპერტი აწერს

“მკვდარი ვიყო მეც და არ მესმოდეს ეს ყველაფერი ის მირჩევნია…” – ლექსო ლაშქარავას დედა ექსპერტიზაზე

„ლექსოს საქმეში ექსპერტი გეჯაძე დაიქირავა ტვ პირველმა, ხელშეკრულება გააფორმა ტვ პირველთან. ბატონი გეჯაძე ახლა ამტკიცებს რომ 30 დეკემბერს ლექსოს სიკვდილის მიზეზებზე ხელი მოაწერა სახელმწიფო ექსპერტიზის (სამხარაულის) საბოლოო დასკვნას, თუმცა ეს დასკვნა დამკვეთს დაუმალა!!!

დასკვნას ხელი მოეწერა 30’ში, არ გვითხრა არც იმ დღეს არც, 3, 4, 5, 6 იანვარს. ამ ფურცლის არსებობის ამბავი გავიგეთ გუშინ სამთავრობო მედიის ვებ გვერდიდან.

ჩვენთვის ჩვენივე დაქირავებულ ექსპერტს არ უცნობებია არც ექსპერტიზის დასრულების და არც დასკვნაზე ხელმოწერის შესახებ.

ეს ყველაფერი ბადებს გონივრულ ეჭვს რომ “დასკვნა” სასწრაფოდ შეთხზეს, უკანა თარიღით, მას შემდეგ, რაც იუნესკომ ლექსო მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა“, – წერს ვატო წერეთელი.

ამევე თემაზე:

დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ ჰგავდა – კარგად ვიცი, როგორც მოკვდა: ლექსო ლაშქარავას დედა

ღმერთი სამართლიანია – სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დგება: ინგა გრიგოლია UNESCO-ს მიერ, „მოკლული ჟურნალისტების“ სიაში ლექსო ლაშქარავას შეყვანაზე

„UNESCO“-მ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, საქართველოში მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა – სახელისუფლებო გუნდი 5 ივლისის მოვლენების „გაპრავებით“ არის დაკავებული: ნიკა სიმონიშვილი

პაპუაშვილი ლაშქარავაზე: UNESCO საგამოძიებო ორგანო არ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები