LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მკვდარი ვიყო მეც და არ მესმოდეს ეს ყველაფერი ის მირჩევნია…” – ლექსო ლაშქარავას დედა ექსპერტიზაზე

1129
თინათინ კახიძე

„ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებულ დასკვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ურჩევნია მკვდარი იყოს, ვიდრე ეს ყველაფერი ესმოდეს“.

საგარეო უწყება: „იუნესკოს“ სია არ არის ახალი, ექსპერტიზის პასუხებს გადავუგზავნით“ – რა წერია საბოლოო დასკვნაში, რომელსაც ხელს დამოუკიდებელი ექსპერტი აწერს

როგორც თინათინ კახიძე „მთავარ არხთან“ საუბრისას ამბობს, ის დარწმუნებულია, რომ დოკუმენტის გამოქვეყნება მისი შვილის იუნესკოს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეყვანას უკავშირდება.

„ჩემი შვილი, შვილო მკვდარია. მკვდარი ვიყო მეც და არ მესმოდეს ეს ყველაფერი ის მირჩევნია, არაფერი უკან დასახევი არ მაქვს, რაც ვთქვი, იმას ვიმეორებ, რა სისულელეა, რაში სჭირდებოდათ ეს გათამაშება კაცო, არ ვიძახოდი ისედაც შვილო?! ყველანი აქ არ იყავით, რომ ექნება, რაც გინდათ ის დაუწერეთ, ექნება ნარკოტიკული ნივთიერება ორგანიზმში, რათ უნდოდა ამდენი მაიმუნობა და ამდენი ფოკუზობა. დილით რომ არ გამოქვეყნებულიყო, რომ ლექსო იმაში შეიყვანეს [უნესკოს სია] შუადღეს, რა იყო ეს, რა ფოკუზობა იყო, 2-3 დღე მაინც დაეცადათ და მერე გამოექვეყნებინათ”, – ამბობს თინათინ კახიძე.

ამევე თემაზე:

დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ ჰგავდა – კარგად ვიცი, როგორც მოკვდა: ლექსო ლაშქარავას დედა

ღმერთი სამართლიანია – სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დგება: ინგა გრიგოლია UNESCO-ს მიერ, „მოკლული ჟურნალისტების“ სიაში ლექსო ლაშქარავას შეყვანაზე

„UNESCO“-მ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს, საქართველოში მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა – სახელისუფლებო გუნდი 5 ივლისის მოვლენების „გაპრავებით“ არის დაკავებული: ნიკა სიმონიშვილი

პაპუაშვილი ლაშქარავაზე: UNESCO საგამოძიებო ორგანო არ არის

mazda magti 5g