სამწუხაროდ, „ყაზტრანსგაზი" არ აპირებს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და დაზარალებულები დააკმაყოფილოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, მათ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანოთ.
სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ დირექტორ გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც მისმა უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, სამართალდამცველებს დამაზუსტებელი კითხვები ჰქონდათ. ამასთან, კობაიძის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი ჭანტურიას სთხოვეს იმ პირებთან დაკავშირება, რომელთაც ბინები აღნიშნულ კორპუსში აქვთ ნაყიდი, თუმცა იქ არ ცხოვრობენ.