მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 მაისიდან - 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთაში ზოგან თოვლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს - 9 მაისს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.