LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს საათებში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

166
ამინდი უარესდება

„უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება“ – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს:

„დღეს და ხვალ, დღის მეორე ნახევარში, მაღალია სეტყვის ალბათობა“ – როდის გამოიდარებს საქართველოში

„მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

⛈️ მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა…

Posted by სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო on ორშაბათი, 10 ივნისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები