"ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% "ომიკრონზე" მოდის. თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და გახლავთ 80%, რეგიონში კი 40-60%-ის ფარგლებშია", - აცხადებს გამყრელიძე.
ჩვენ რომ 2020 წლის გაზაფხულზე არ მიგვეღო მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები და გვქონოდა 3, 4, 5000 ყოველდღიური შემთხვევა, დამერწმუნეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებდა,- აღნიშნა გამყრელიძემ.
"დღეს ქვეყანაში ორჯერ მეტია დაახლოებით ინფიცირებული, რომლებსაც ჩვეულებრივი, მსუბუქი სურდო, მსუბუქი ხველა აქვთ, ისინი არ მიდიან ტესტირებისთვის", - თქვა გამყრელიძემ.