დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა მეექვსე ტალღის პიკში შევიდა, რაც ალბათ, მომავალი ორი-სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
გამყრელიძის განცხადებით, მწვანე პასპორტს მიიღებენ კოვიდგადატნილი ის პირები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი სხვადასხვა მიზეზის გამო ბაზაში ასახული არ არის
გამყრელიძის თქმით, დღეს მთავარი გზავნილი არის ის, რომ „ომიკრონის“ ცირკულაცია მომდევნო 2 კვირაში გაიზრდება და შემთხვევათა კიდევ მეტი რაოდენობა გვექნება.