მირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო, მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ განგაშის საფუძველს არ წარმოადგენს, შესაბამისად, როგორც მანვე თქვა, მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას.