ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, 26 ოქტომბერს არჩევნებში საზოგადოებამ ხმა ევროპას, საქართველოს მომავალს, ევროპულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უნდა მისცეს.
კონრად ადენაუერის ფონდის და ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრის ორგანიზებით, ბერლინში გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით „საქართველოს აქვს არჩევანი: ევროპა ან რუსეთი?“, რომელზეც საუბრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო.
„საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რისთვისაც როგორც თავად ამბობს, მას თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება - ეს არის სწორედ ამ მზაკვრული, მოღალატეობრივი გეგმის ნაწილი.“