LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე დროს, უკიდურესად სამარცხვინო“ – ნაცვლიშვილი ივანიშვილზე

194
ანა ნაცვლიშვილი, ბიძინა ივანიშვილი

„გუშინ მოვისმინეთ რუსი ოლიგარქის ინტერვიუ და უკლებლივ ყველამ ამ ქვეყანაში დაინახა, რომ ივანიშვილი უკვე არის ამ ქვეყნის წარსული“ – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ „TV იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ეშინია 9 ნომრის რადგან „ძლიერი საქართველო“ არა ოკუპანტის ინტერესებს, არამედ საქართველოს ინტერესებს ემსახურება:

გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილს: „თქვენი დრო დამთავრდა!“

„გუშინ მოვისმინეთ რუსი ოლიგარქის ინტერვიუ და უკლებლივ ყველამ ამ ქვეყანაში დაინახა, რომ ივანიშვილი უკვე არის ამ ქვეყნის წარსული. ეს სუსტი და შეშინებული კაცი ვერ იქნება მომავალი, მითუმეტეს ამ ქვეყნის მომავალი.

ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშიში და ამავე დროს, უკიდურესად სამარცხვინო. ივანიშვილი არის წარსული, „ძლიერი საქართველო“ კი, საარჩევნო ნომრით 9 არის წარსულის რეალური ალტერნატივა, და სწორედ ამიტომ ეშინია ივანიშვილს განსაკუთრებით ჩვენი კოალიციის. ეს გუშინდელ ინტერვიუშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

ივანიშვილს ეშინია ჩვენი კოალიციის, მას ეშინია 9 ნომრის იმიტომ, რომ მისგან განსხვავებით, ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ არ ვემსახურებით ოკუპანტის ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ინტერესებს. მას ეშინია ჩვენი იმიტომ, რომ ივანიშვილისგან განსხვავებით, ჩვენ ვაპირებთ შევასრულოთ ის დაპირებები, რომლებსაც ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს და ამავე დროს, ზუსტად ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ უნდა გავხადოთ ეს ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა შევქმნათ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 000 სამუშაო ადგილი სამართლიანი ანაზღაურებით და ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხანდაზმულ ადამიანებს ამ ქვეყანაში ჰქონდეთ 1000-ლარიანი პენსია და ღირსეული სიბერე.

აი, ამიტომ ეშინია მას განსაკუთრებით ჩვენი , „ძლიერი საქართველოსი“, რომელიც არის წარსულის რეალური ალტერნატივა. ზუსტად 4 დღეში არის 26 ოქტომბერი და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი გახარიაზე და მის გუნდზე: „ამ გარეწართან რომ დგანან, რა თქმა უნდა, გასამართლება მოუწევთ, დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას და რისთვის აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანას როგორ ეხმარება დღესაც, რა კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს“

ბიძინა ივანიშვილი – „ამერიკა სულ იყო პრიორიტეტული ჩვენთვის. ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, კარგად გაიხსენებენ ჩემს დამოკიდებულებას. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად აუცილებლად მოვახერხებთ უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g