ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებითაც კი არ სურს მოლაპარაკებების წარმოება, ასეთ სიტუაციაში კი არ რჩება სხვა გამოსავალი გარდა უკრაინის იარაღით მომარაგებისა.
„ჩვენ გვაქვს არჩევანი - ან არაფერი გავაკეთოთ, ან ვიტყვით, რომ სამხედრო მხარდაჭერას გავუწევთ უკრაინას, რათა თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის შემდგომი წინსვლა“ - აცხადებს ანალენა ბერბოკი.
მისივე განცხადებით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მას საქაღალდე ფოტოები აჩვენა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ დახვრიტეს რუსმა ოკუპანტებმა მოზარდი ბავშვები.