გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა უკრაინას იქამდე დაეხმარება, სანამ საჭირო იქნება.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა უკრაინას იქამდე დაეხმარება, სანამ საჭირო იქნება.
ბერბოკს სურს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
ანალენა ბერბოკის განცხადებით, რუსეთს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებითაც კი არ სურს მოლაპარაკებების წარმოება, ასეთ სიტუაციაში კი არ რჩება სხვა გამოსავალი გარდა უკრაინის იარაღით მომარაგებისა.
„ჩვენ გვაქვს არჩევანი - ან არაფერი გავაკეთოთ, ან ვიტყვით, რომ სამხედრო მხარდაჭერას გავუწევთ უკრაინას, რათა თავიდან იქნეს აცილებული რუსეთის შემდგომი წინსვლა“ - აცხადებს ანალენა ბერბოკი.
მისივე განცხადებით, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მას საქაღალდე ფოტოები აჩვენა, სადაც ასახული იყო, თუ როგორ დახვრიტეს რუსმა ოკუპანტებმა მოზარდი ბავშვები.