„ჩვენი ყველა ქმედების საჯაროდ გაზიარება არ შეიძლება, მაგრამ მიუხედავად ამისა ზოგიერთს გავასაჯაროებთ. თავდასხმები რუსეთის მთავრობის მიმართაც გაგრძელდება. ყველა მათგანი ჩვენი სამიზნეა“, - წერია Anonymous-ის ტვიტში.
გენოციდის საწინააღმდეგო მოწოდებები მთავრდებოდა სიტყვებით: „ეს ომი გაჩაღებულია პუტინის დამნაშავე, ავტორიტარული რეჟიმის მიერ რუსეთის ჩვეულებრივი ხალხის სახელით".
შეგახსენებთ, ჰაკერულმა დაჯგუფებამ შეტევა უკვე მიიტანა კრემლის, რუსეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და სხვა უწყებების ვებგვერდებზე. ასევე, პროპაგანდისტული მედიის ვებგვერდებზეც.