მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ შეკრებას ეხმაურება. ჯაფარიძე აცხადებს, რომ კანონდარღვევაა, როდესაც ხელისუფლებას ხალხი აქციაზე ძალით მოჰყავს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელი, ვასილი პისკარევი რუსეთის მოქალაქეებს ურჩევს, არ მიიღონ მონაწილეობა თბილისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ საწინააღმდეგო აქციებში.
„სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და რეპრესიული ფორმით აქციის მონაწილეების დაშინებასა და პროტესტის ჩახშობას ისახავდა მიზნად“ - აცხადებენ SJC-ში.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, აქცია გაგრძელდება იქამდე, ვიდრე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მმართველი გუნდი უკან არ გაიწვევს.