„დღეს რაც ქვეყანაში ხდება, ეხება ყველას, ყველა პასუხს ვაგებთ ერის წინაშე… სირცხვილია ამდენი მონობა და ვითომ პატრიოტიზმი… ეს არის ზუსტად რუსული ხელწერა….”
„სპეცრაზმი წყლისა და გაზის ჭავლებით მზად არის, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ ევროპულ მომავალს იცავენ, მოქმედებაზე გადავიდეს. დაკავებები მიმდინარეობს“
აქციის მონაწილეები მოითხოვენ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაისაჯონ მოკლული თამაზ გინტურის მკვლელები და ასევე, გატაცებული საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ტყვეობიდან.