LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქცია რუსთაველზე

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები ვერ პოულობენ ავტომობილს, რომელზეც ტექნიკა იყო განთავსებული

აქციის მონაწილეები სამართალდამცველებისგან ვითარებაში გარკვევას და პიკაპის მოძიებას ითხოვენ.

პოლიციამ კორდონი გახსნა – ორივე აქციის მონაწილეები პარლამენტთან არიან შეკრებილები

ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა და "თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაატარეს

ემზარ კვიციანი პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს

პარლამენტის წევრი ემზარ კვიციანი ცდილობდა ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებთან გადასვლას

ანტისაოკუპაციო აქციის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთმა მოქალაქემ აქციის მონაწილეები ლგბტ აქტივისტებად მოიხსენია, რასაც ასევე მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს, სამართალდამცავებმა კორდონი გააკეთეს

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ოდენობით სამართალდამცავია განთავსებული