LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » აქონდროპლაზია

აქონდროპლაზია

ვიდეო: „გოგონამ უთხრა, პატარა ხარო, პეტრემ კი უპასუხა: შენ იცი მე რა ცხოვრება მაქვს? შენ რომ მშვიდად ცხოვრობ, მე წამლის მოსაპოვებლად აქციებზე დგომა მიწევსო“ – რა რეაქცია ჰქონდა 9 წლის პეტრეს, როდესაც მისმა დედამ ერთ-ერთი ისტორია გაიხსენა

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე მოზარდების დედების უწყვეტი აქციების შემდეგ, საქართველოში სამკურნალო მედიკამენტი შემოვიდა და 2023 წლის 15 ნოემბერს მოზარდებმა წამლის პირველი დოზა მიიღეს.

“ფაქტობრივად წამალი გვიჭირავს ხელში – ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა ,,ვოზორიტიდით” – მაკუნა გოჩიაშვილი

მისი თქმით, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის პროგრამაში პირველ ეტაპზე, წელს ხუთი ბავშვი ჩაერთვება, სხვა ბავშვების მკურნალობა კი 2024 წლიდან ეტაპობრივად დაიწყება.

იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა

"თარიღი ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ 2023 წელს ჩაერთვებიან ამ პროცესში. პირველ ეტაპზე განისაზღვრა 5-6 ბავშვი“, - განაცხადა ჩხაიძემ.