LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაქტობრივად წამალი გვიჭირავს ხელში – ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა ,,ვოზორიტიდით” – მაკუნა გოჩიაშვილი

180
fot

“დღეს ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ უკვე სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა წამალ ,,ვოზორიტიდით” და ჩვენ, მშობლებმა უზრუნველვყოთ მათი ტარება კლინიკაში შეუფერხებლად, დავიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი,”,-ამის შესახებ აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი, მაკუნა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის პროგრამაში პირველ ეტაპზე, წელს ხუთი ბავშვი ჩაერთვება, სხვა ბავშვების მკურნალობა კი 2024 წლიდან ეტაპობრივად დაიწყება.

“ ფაქტობრივად წამალი გვიჭირავს ხელში. დღეს ხელი მოვაწერეთ თანხმობას, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს შვილებს ჩაუტარდეთ უკვე სახელმწიფო პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა წამალ ,,ვოზორიტიდით” და ჩვენ, მშობლებმა უზრუნველვყოთ მათი ტარება კლინიკაში შეუფერხებლად, დავიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი.

კიდევ ათასჯერ ვიტყვი, თქვენი გვერდში დგომის გარეშე, ასე არ დაჩქარდებოდა პროცესი და ყველა აქტივისტს და ყველა მოქალაქეს გიმახსოვრებთ! როგორ არ დაგვტოვეთ მარტო. პეტრე 2024 წლიდან, 5 ბავშვი კი უკვე დღე-დღეზე დაიწყებს წამლის მიღებას”,-წერს მაკუნა გოჩიაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროში დღეს მშობლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ მკურნალობის მეთოდებს მოიცავს, ასევე, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მშობლები თანხმობას აცხადებენ პროგრამაში შვილების ჩართულობის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები