არსებული კანონმდებლობის თანახმად, არსებობს სასჯელის შთანთქმის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ უფრო მკაცრი სასჯელი ნაკლებად მკაცრ სასჯელს შთანთქავს, ამდენად, თუ ბრალდებული წარდგენილ მუხლებში დამნაშავედ ცნეს, მას 7-იდან 9 წლამდე პატიმრობას მიუსჯიან.
„2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ბ.გ.-მ და ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.