აღნიშნულით გორდულაძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, იყო თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი მუქარა პრემიერ კობახიძის განცხადება, რომლის თანახმადაც, „ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ.“
არჩილ გორდულაძე: რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დაძრწიან და ადამიანებზე ძალადობენ. პოლიცია ყველაფერს აკეთებს და ცდილობს, როგორმე მათთან კონტაქტში არ შევიდეს, რადგან ისევ და ისევ პროვოკაციის მიზნით არ იქნეს გამოყენებული პოლიციელებთან კონტაქტი