აღნიშნულით გორდულაძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, იყო თუ არა პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი მუქარა პრემიერ კობახიძის განცხადება, რომლის თანახმადაც, „ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ.“
არჩილ გორდულაძე: რამდენიმე დღის განმავლობაში ვხედავთ, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დაძრწიან და ადამიანებზე ძალადობენ. პოლიცია ყველაფერს აკეთებს და ცდილობს, როგორმე მათთან კონტაქტში არ შევიდეს, რადგან ისევ და ისევ პროვოკაციის მიზნით არ იქნეს გამოყენებული პოლიციელებთან კონტაქტი
გორდულაძის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვეულებრივი ჯაშუშები არიან, ჯაშუშები, რომლებიც ისტორიაში შევლენ ისე, როგორც შევიდა ისტორიაში - ორჯონიკიძე, შადიმან ბარათაშვილი, ყორღანაშვილი და ისტორია შეაფასებს მათ ნამოქმედარს“.