„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების მოწყობა, რომელიც გასულ წელს დაიწყო, ყოველთვის ჩემი საოცნებო პროექტი იყო” – თამარ ლიჩელი „არტ-FM“-ში
რადიო „ფორტუნას“ და გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარმა პიანისტმა თამარ ლიჩელიმ ახალ პროექტზე - ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებზე ისაუბრა, რომელიც თბილისსა და რეგიონებში გაიმართება.
