„ნებისმიერი წამოწყების ინიციატორი ზურაა, თუმცა ყველა მისი ინიციატივა საშინელ პრესს განიცდის. ჩვენ ყველაფერს ყვირილითა და ჩხუბით ვაპროტესტებთ, თუმცა საბოლოოდ ისე ვაკეთებთ, თითქოს ჩვენი მოფიქრებულია…“ – ანსამბლი „ფორტე“ კონცერტებს აანონსებს
რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ანსამბლი „ფორტე“ სტუმრობდა, რომლის წევრებმა აპრილსა და მაისში დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრეს და „ვერის უბნის მელოდიების“ კომპოზიციების პოპური შესთავაზეს მსმენელს.
