როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ფორტუნას“ - ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 - ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.
„ავარია იმდენად მძიმე იყო, რომ ქალბატონი ადგილზევე გარდაიცვალა. საცოდაობაა. ავტომანქანის მძღოლიც მერიის მკვიდრი აღმოჩნდა,“ - განაცხადეს ადგილობრივებმა.