„30 ოჯახი ძალიან ცუდ პირობებში, გაუბედურებულ შენობა-ნაგებობაში ცხოვრობდა. ისინი იცხოვრებენ ახალ კორპუსში, რომელიც გარემონტებული და სრულად მოწესრიგებული ჩაბარდება მათ“ - განაცხადა კალაძემ.
არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, თინათინ ნიბლოშვილმა რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, განხორციელებულ სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.