LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში და ბევრ დიდ ქალაქში ავარიული სახლების პრობლემა გვაქვს: თორნიკე რიჟვაძე

64
201808291401332125265438

“ბათუმში და ბევრ დიდ ქალაქში ავარიული სახლების პრობლემა გვაქვს”,-ამის შესახებ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ “მთავარ არხს” განუცხადა.

მისი თქმით, ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში თვითნებური სამუშაოები მიმდინარეობდა.

“აქ იყო კონკრეტული თვითნებური სამუშაოები და ამიტომაც დადგა პასუხისმგებლობა. ზოგადად, ბათუმში და ბევრ დიდ ქალაქში ავარიული სახლების პრობლემა გვაქვს ყველას და ეს არის ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული პრობლემა. ვმუშაობთ რომ ეს პრობლემები გადაიჭრას და ყველა მოქალაქე ცხოვრობდეს უსაფრთხოდ”, — ამბობს რიჟვაძე მთავარ არხთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები