ქალაქში ლოკდაუნი აგვისტოს ბოლომდე გრძელდება, მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ, თუ ისინი სავარჯიშოდ, საყიდლებზე ან სხვა აუცილებელი მიზეზის გამო არ ტოვებენ საცხოვრებელს.
სიდნეიში "დელტა" შტამი ერთი კვირის წინ დაფიქსირდა, ამ დროისთვის 30-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ავსტრალიელი ტურისტების მოგზაურობის გამო კი ეს შტამი შესაძლოა ახალ ზელანდიაშიც გავრცელდეს.