აღნიშნულის მიზეზი მუსიკოსის მიერ გუშინ, 7 დეკემბერს გავრცელებული განცხადებაა, რომელშიც კირკიტაძე აცხადებდა, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ჩანაწერს უვრცელებდნენ.
ბოლო დღეების განმავლობაში „ღამის შოუს ბენდის“ მომღერლის ბაბი კირკიტაძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში „არაერთი ჭორი და დამონტაჟებული ვიდეომასალა გავრცელდა“. მომღერალს სოლიდარობა საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა გამოუცხადეს, რომელთა შორისაც ჟურნალისტი, იურისტი, ექსპერტი და პოლიტიკოსებიც არიან.