LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალი ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

2047
BeFunky-collage (1)

მომღერალი ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს.

აღნიშნულის მიზეზი მუსიკოსის მიერ გუშინ, 7 დეკემბერს გავრცელებული განცხადებაა, რომელშიც კირკიტაძე აცხადებდა, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ჩანაწერს უვრცელებდნენ:

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს!

პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის!“ – წერს კირკიტაძე სოციალურ ქსელში.

„ეს გოგო დასაცავია.. რაზეც ბაბი საუბრობს დანაშაულია, სექსიზმის და მიზოგინიის მძიმე ფორმაა“ – ცნობადი სახეები ბაბი კირკიტაძეს სოლიდარობას უცხადებენ და გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ 

„ყოველთვის გვერდით დავუდგები ყველა გოგოს, რომელსაც ასე ებრძვიან“ – ინგა გრიგოლია ბაბი კირკიტაძეს სოლიდარობას უცხადებს

როგორც „ფორტუნას“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, უწყების წარმომადგენლები ბაბი კირკიტაძეს პოსტის გავრცელების შემდეგ დაუკავშირდნენ და ის საგამოძიებო სამსახურში დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზნით დაიბარეს.

მომღერალი სავარაუდოდ, შაბათს მივა საგამოძიებო სამსახურში.

„შეიძლება ერთმანეთს ვერ ვეთანხმებით რიგ საკითხებზე, მაგრამ რაღაც ზღვარი ხომ არსებობს“ – გიორგი გაბუნია ბაბი კირკიტაძის მიმართვას ეხმაურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები