LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაბი კირკიტაძე

მომღერალი ბაბი კირკიტაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

აღნიშნულის მიზეზი მუსიკოსის მიერ გუშინ, 7 დეკემბერს გავრცელებული განცხადებაა, რომელშიც კირკიტაძე აცხადებდა, რომ სოციალურ ქსელებში დამონტაჟებულ ჩანაწერს უვრცელებდნენ.

„ეს გოგო დასაცავია.. რაზეც ბაბი საუბრობს დანაშაულია, სექსიზმის და მიზოგინიის მძიმე ფორმაა“ – ცნობადი სახეები ბაბი კირკიტაძეს სოლიდარობას უცხადებენ და გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ 

ბოლო დღეების განმავლობაში „ღამის შოუს ბენდის“ მომღერლის ბაბი კირკიტაძის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში „არაერთი ჭორი და დამონტაჟებული ვიდეომასალა გავრცელდა“. მომღერალს სოლიდარობა საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა გამოუცხადეს, რომელთა შორისაც ჟურნალისტი, იურისტი, ექსპერტი და პოლიტიკოსებიც არიან.

„ბევრი რამ შერჩა ბევრ ვინმეს.. არ უნდა ეპატიოს არავის!“ – გიორგი გასვიანი ბაბი კირკიტაძეს სოლიდარობას უცხადებს

„გამოიძიონ და დასაჯონ ყველა! მათ შორის, ამ მოგონილი სიბინძურის არა მხოლოდ ავტორები, არამედ გამავრცელებლები“.