აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გუშინ გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან:
„ჩვენი ამოცანაა, რომ ის ოცნება, რომელიც ჩვენს წინაპრებს აუხდენელ ოცნებად დარჩათ, რასაც შესწირეს ცხოვრება, სიცოცხლე და რის ოცნებაშიც გაატარეს წლები - ევროპულ ოჯახში დაბრუნება - ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს ოცნება ავასრულოთ.“