ბიზნესსაქმიანობისთვის ასევე ხელის შემშლელი ფაქტორებია: სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, სამუშაო ძალის ნაკლებობა, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა და მოთხოვნის სიმცირე.
როგორც ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ასოციაციის წევრი კომპანიები ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობას პოზიტიურად აფასებენ და მათი მოლოდინები საკმაოდ ოპტიმისტურია, რაც ბიზნესკლიმატის მზარდ დინამიკაზე აისახება.