„ ივანიშვილს ჰყავს ერთი გამყალბებელი სოციოლოგიური ორგანიზაცია „გორბი“, რომელიც 13 წლის განმავლობაში აქვეყნებს ტყუილს იმისთვის, რომ დათესოს დაპირისპირებები მათ შორის, ოპოზიციურ ველზე“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმიანება.