"ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა მოამზადა და მთავრობამ გადაწყვიტა" - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყოფილ სანატორიუმ "ქართლის" შენობაში მცხოვრები 85 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით. დარჩენილი 55 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა კი 2022 წლის ბოლომდე მოხდება.