ამავე ანგარიშის თანახმად, ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთის სტრატეგიულ მისწრაფებას, ოდესისკენ მიმავალ სახმელეთო ხიდამდე მიაღწიოს.
განახლებული ინფორმაციის თანახმად, დაბალი მორალისა და ბრძოლისადმი უხალისობის გამო, რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, „ბარიერის ჯარების“ ან „ბლოკირების შენაერთების“ განლაგება დაიწყეს.
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ყოველდღიურ ანალიზს აქვეყნებს და ამჯერად სრულ ყურადღებას რუსეთის მიერ შორი მანძილიდან უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 10 ოქტომბრიდან გახშირებულ დარტყმებს უთმობს.
„გაწვეული რეზერვისტები აგრძელებენ შეკრებას ბანაკებში, რუს ოფიციალურ პირებს კი, სავარაუდოდ, უჭირთ წვრთნების უზრუნველყოფა და ოფიცრების პოვნა, რომლებიც ახალ დანაყოფებს უხელმძღვანელებენ“ - აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში.
"ბრიტანეთის დაზვერვამ ასევე დაადგინა რუსული სამხედრო ტრანსპორტის სარემონტო ობიექტის მდებარეობა ბელგოროდის ოლქში, უკრაინის საზღვრიდან 10 კილომეტრში. ბაზაზე, სულ მცირე, 300 დაზიანებული მანქანაა", - აღნიშნულია დაზვერვის ინფორმაციაში.