თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩა 4-ში, ცოლ-ქმარი აკრძალულ, ღია კამერიან წყლის გამაცხელებელს იყენებდა. ადგილზე მისულმა კომპანიის სპეციალისტებმა აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მეპატრონეები გააფრთხილეს, არ გამოიყენონ აღნიშნული დანადგარი.