პრემიერი ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ, მხუთავი აირით 7 ადამიანის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
მისივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, რომელიც გამოწვეულია ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.