LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამუდამოდ უნდა დამთავრდეს სისტემური გაუმართაობის თუ დაუდევრობის გამო ადამიანების გარდაცვალება – პრემიერი

mamuka baxtadze

“საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო თუ სხვადასხვა დაუდევრობით, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები,” – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

პრემიერი ქეთევან წამებულის გამზირზე, სავარაუდოდ, მხუთავი აირით 7 ადამიანის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. პრემიერი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევების პრევენციისთვის, კანონმდებლობის გამკაცრებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

“მოგეხსენებათ, დაწყებულია უკვე მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, მათ შორის, ეს შეეხება როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე მომხმარებლებსაც. რამდენადაც რთული უნდა იყოს დღეს ამაზე საუბარი, ვალდებულნი ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასდროს განმეორდეს. საჭიროა მოქალაქეთა ინფორმირება და იმის ცოდნა, თუ როგორი შედეგები შეიძლება მოჰყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს,” – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პოპულალურები