როცა საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში ინტეგრაციაზე მკაფიო სიგნალს არ ვუგზავნით, მათ რუხ ზონაში ვტოვებთ, რუხ ზონაში დატოვებამ კი რუსეთის სამი თავდასხმა გამოიწვია,- ამბობს ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი.
ვითარება იცვლება, ნატო იქნება გაცილებით აქტიური და ამავდროულად, საქართველოდანაც უნდა იყოს შემხვედრი აქტიურობა ნატოს მიმართულებით. ახლა გვჭირდება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში ნატოს უფრო მეტი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.