ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესაძლო გაფართოებასა და ფინეთსა და შვედეთში ნატოს ბაზების განთავსებას ოფიციალურ მოსკოვში აფასებენ.
ნატო ფართოვდება – თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს
რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ფიქრობს, რომ ნატოს ბაზების განთავსება რუსეთთან საზღვარზე არ დაიცავს ფინეთსა და შვედეთს და პირიქით, აღნიშნული ბაზები ამ ქვეყნების მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის.
ვიაჩესლავ ვოლოდინი ამ განცხადებით გამოეხმაურა ფინეთის ქალაქის, რუსეთის მოსაზღვრე ლაპეენრანტას მერის კიმო ირვუს მიმართვას, რომელმაც პარტნიორებს ქალაქში ნატოს ბაზის შექმნა შესთავაზა.
ვოლოდინის თქმით, მერის განცხადება, რომ ეს შექმნის უსაფრთხოების განცდას, მცდარია, რადგან კონფლიქტის შემთხვევაში, დარტყმები უპირველესად მტრის სამხედრო ინფრასტრუქტურისკენ არის მიმართული.
“ნატოს ბაზების განლაგება არ დაიცავს არც ფინეთს და არც შვედეთს, პირიქით, ეს საფრთხეს შეუქმნის ქალაქების მცხოვრებლებს, სადაც სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდება”, – აცხადებს რუსეთის დუმის სპიკერი.
შეგახსენებთ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტამდე, რომელიც მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართა, სტოკჰოლმის, ჰელსინკისა და ანკარას წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს უსაფრთხოების მემორანდუმს, რომელიც ბლოკში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს.
გვაქვს შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას – იენს სტოლტენბერგი