საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამსახურდიას ინტერესების დამცველ ადვოკატ ამირან გიგუაშვილთან შეხვედრა დასრულდა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორთან და გამომძიებელთან გამართულ შეხვედრაზე ადვოკატს არ წარუდგენია კონკრეტული გეგმა და ხედვა დამატებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშრებით.
პროკურატურა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის უფლებამონაცვლე კონსტანტინე გამსახურდიასთვის, ასევე მისი ძმისთვის და მათი ინტერესების დამცველისთვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის კიდევ ერთხელ გაცნობას გეგმავდა.