LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალგაზრდები რაზე ფიქრობენ? მონად წასული დედა ფულს როდის გამოუგზავნის?” – ცოტნე გამსახურდია

tsotne-gamsaxurdia11

განათლების სისტემაში დაანონსებულ რეფორმას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ჩემამდე არ დადის, როგორ უნდა აამაღლო სწავლების სტანდარტი გამოცდის გაუქმებით. ლიბერალის რედაქტორის გვერდზე ეს კითხვა დავუსვი ექსპერტებსაც, მაგრამ უშედეგოდ. ის, რომ სკოლა ცოდნას ვერ აძლევს და აძლევს რეპეტიტორი, ეს გამოცდების გაუქმებით კიარა, სწავლების დონის ამაღლებით უნდა გადაწყდეს, არა?

სუსტი ფსიქოლოგიის ტიპი არ ვარ, ალბათ მოგეხსენებათ, მაგრამ დავიღალე… საერთოეროვნული დაყლევება გვჭირს და აჰა, რანდა ქნა… როცა სსრკ იყო და ძალით გვიკეთებდნენ, კიდევ მეტი იმედი და ბრძოლის სურვილი იყო, თავს ვიტყუებდით, ასეთები არ ვართ, ძალით გვახვევენ თავსო. თურმე იმაზე უარესებიც ვართ,ვიდრე გვეგონა. მე ვერ წარმომიდგენია მეტნაკლებად წარმატებული, შემდგარი ქვეყნის უფროსკლასელების უდიდეს ნაწილს როგორ უნდა უხაროდეს ასე უსაქმურობა, გამოცდის, სწავლის არარსებობა, პლანის ქიშინის დაშვება, რა ადგილით, სად ფიქრობენ ესენი, ეს ჩვენი სადღეგრძელებელი მომავალი თაობა?! 18 წლის ინგლისელი, გერმანელი, რუსი ახალგაზრდაც კი იმაზე ფიქრობს, როგორ იბრძოლოს, გაიუმჯობესოს ცხოვრება, ისწავლოს, იმუშაოს…
ესენი რაზე ფიქრობენ? მონად წასული დედა ფულს როდის გამოუგზავნის? მმართველი კლანიც კარგად იყენებს ამ ხალხის უსუსურობას, უუნარობას, სისუსტეს. მიზანია ბიძინაზე განათლებული აღარავინ იყოს ამ ქვეყანაში…

ამოვიდა, რა… სულ უფრო მეტად ვფიქრობ, ავიკრა გუდა-ნაბადი აქედან”- წერს ცოტნე გამსახურდია

შეგახსენებთ, მე-12 კლასელებისთვის წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები აღარ ჩატარდება. 28 იანვარს განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ატესტატის გაცემის წესი იცვლება და შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამოსაშვები გამოცდები მხოლოდ მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდა, ხოლო მე-12 კლასელებისთვის წელს გამოცდების შენარჩუნება იგეგმებოდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელთათვისაც უნდა გაუქმებულიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები