„ეს არის ის ფასი, რაც უნდა გადავიხადოთ იმაში, რომ ყოველდღიურად ამდენი ადამიანი არ იღუპებოდეს - თუ ამან ორ-სამ კვირაში შედეგი არ გამოიღო, საჭირო იქნება ხისტი ნაბიჯები,“- თქვა დავით სერგეენკომ.
„ისედაც პოლარიზებულია საზოგადოება! კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შემოაქვს. ირღვევა ეკონომიკა, რომელიც ძლივს აღორძინდა. კლებულობს შემოსავლები. ეს სიტუაცია ნორმალური ცხოვრებისგან სულ უფრო გვაშორებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.
„სამწუხაროდ, უნდა გაიზარდოს რაოდენობა და გარდაცვალების ციფრი, რომ ე.წ. მინიმალური შიშის სინდრომი ჩამოყალიბდეს ადამიანებში? ეს ძალიან ცუდია“- აღნიშნა ტაბიძემ.
პირადი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ორჯერადად აცრილს დამემართა კორონავირუსი და ათიათასჯერ მსუბუქად გადავიტანე, ამიტომ, მადლობელი ვარ იმის, რომ ავიცერი,- აღნიშნა დევი ტაბიძემ.