LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 6 203 ადამიანი აიცრა

48
1542785749-02-ვაქცინაცია

დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 6 203 ადამიანი აიცრა.

რაც შეეხება განახლებულ კოვიდ სტატისტიკას, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში დაინფიცირდა 5739, გარდაიცვალა კიდევ 36 პირი.

ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების რაოდენობა ბოლო 24 საათში 2 082 შეადგენს, ხოლო ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 616 937-ამდე გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 546 პირი ემსხვერპლა.

ორჯერადად აცრილი 903 000 ადამიანიდან 11 000-ს დაემართა „კოვიდი“, უმრავლესობას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია – ამირან გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები