LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორჯერადად აცრილი 903 000 ადამიანიდან 11 000-ს დაემართა „კოვიდი“, უმრავლესობას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებია – ამირან გამყრელიძე

129
ამირანიიიიი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სრული ვაქცინაცია 9,3-ჯერ ამცირებს კორონავირუსით ინფიცირების, ხოლო 23-ჯერ ჰოსპიტალიზაციის რისკს. ამირან გამყრელიძე აღნიშნულზე მათ ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით საუბრობს.

“უკვე მილიონი ადამიანია აცრილი ქვეყანაში, 900 000 ორჯერადად და მილიონი ერთჯერადად. სრული აცრა ანუ ორჯერადი, 9,3-ჯერ იცავს ინფიცირებისგან. 9,3-ჯერ მაღალი აქვს რისკი არააცრილს, რომ ის დაინფიცირდეს კოვიდიანთან კონტაქტის შემდეგ, ვიდრე აცრილს. დაახლოებით 23-ჯერ ნაკლებია რისკი, რომ ორჯერ აცრილი, თუ მას დაემართა „კოვიდი“, მოხვდეს ჰოსპიტალში და შემდგომ ინტენსიურ ან რეანიმაციულ განყოფილებაში. დაახლოებით 25-30-ჯერ ნაკლებია სიკვდილიანობის რისკი, თუ ორჯერ აცრილს დაემართა „კოვიდი“.

დამერწმუნეთ, ეს რეალური ციფრებია. აცრა სერიოზულად იცავს. რა თქმა უნდა, მედიცინაში 100-პროცენტიანი არაფერია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “პირველი არხის” ეთერში.

ამავე სტატისტიკაზე დაყრდნობით, გამყრელიძე ამბობს, რომ აცრილ პირებს შორის მხოლოდ 11 000 ინფიცირდა კორონავირუსით, ხოლო კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის, აგვისტოს ბოლოს მონაცემებით, 23 იყო ორჯერად აცრილი. მისივე განმარტებით, აღნიშნული ინფიცირებული პირები სხვადასხვა ვაქცინით იყვნენ აცრილები და ამ შემთხვევაში, რომელიმე ვაქცინის უპირატესობა არ გამოკვეთილა.

„ორჯერადად აცრილი არის 903 000. დიახ, ამ 903 000-დან 11 000-ს დაემართა „კოვიდი“, მაგრამ მათ უმრავლესობას არ დასჭირვებია ჰოსპიტალიზაცია. რა თქმა უნდა, ერთეულებია, სანამ არ გამოვა მიმოხილვა, ციფრებს არ დავასახელებ. არის გარდაცვლილებიც, დაგიდასტურებთ. აგვისტოს ბოლო რიცხვებით, 23 გარდაცვლილი გვყავდა ორჯერადად აცრილი, მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში და ეს ძალიან დეტალურად შეისწავლება, ვერბალურ აუტოფსიას ვეძახით ამას, ყველა იყო საკმაოდ მძიმე თანმხლები დაავადებებით. განასხვავეთ ახლა თქვენ, სამწუხაროდ, 9 000-მდე გარდაცვლილი, მათ შორის, 99 პროცენტი აუცრელი და აცრილებში – 23“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები