Meliora 2022-ის რიგით მეოთხე ცერემონიაზე კომპანიები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მდგრადი განვითარების სფეროში განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივებისთვის დაჯილდოვდნენ.
„ტექგოგო“ აერთიანებს ციფრულ სკოლასა და სააგენტოს, რომლის მისიაა დასაქმების ბაზარსა და ციფრული პროფესიული განათლების სივრცეში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა.
კურსი სრულად დაფინანსებულია და მისი მიზანია ქვემო ქართლში, კახეთსა და გურიაში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს დისტანციური დასაქმებისა და ფრილანსერობის დღეს არსებული შესაძლებლობები გააცნოს.