LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალური საწარმო „ბაბალე“ ფართოვდება

154
11

სოციალური საწარმო ბაბალე წარმოების ორ ხაზს – კერამიკისა და ტექსტილის სახელოსნოებს ამატებს. გაფართოების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების გზით.

სახელოსნოები შეიქმნა ევროკომისიის (DG NEAR) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის – სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და გავლენის ფონდი „აქციო“ ვენჩურული ფილანთროპიის ევროპულ ასოციაციასთან (EVPA) ერთად ახორციელებს.

„იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც სამუშაო უნარების განვითარება სურთ, დღეს გაცილებით დიდია, ვიდრე მაშინ, როცა ბაბალეს ისტორია იწყებოდა. ჩვენი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი მოზარდისთვის მიგვეცა „ბაბალეს“ რესურსებით სარგებლობის საშუალება. გვიხარია, რომ საწარმოს მიეცა მეტი შესაძლებლობა განავითაროს როგორც ბიზნესი, ასევე, სოციალური მიზნები”, – განაცხადა „ბაბალეს“ დამფუძნებელმა ლია ტაბატაძემ.

მომდევნო 5 წლის მანძილზე „ბაბალეში“ არტთერაპიისა და პროფორიენტაციის პროგრამას დაუნის სინდრომის მქონე 30 ახალგაზრდა გაივლის, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამაში კი დაუნის სინდრომის მქონე 20-მდე ახალგაზრდა ჩაერთვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები