„აღნიშნული ქმედებით, ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალა - ვერ განახორციელა სიუჟეტის ჩაწერა, ხოლო ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა“, - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
„შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შსს-ს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებებში რჩებიან. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც“ - აცხადებენ შსს-ში.