„ჯანმრთელობის გამო დათო ვერ იყო ფიზიკურად აქტიური, მაგრამ ოცნებას არ წყვეტდა ფეხბურთზე. ერთხელ ისიც კი მითხრა, ფეხბურთელი თუ არა, სპორტული კომენტატორი მანც გავხდებიო.“
როგორც ია მერებაშვილი აღნიშნავს, „დავითისთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო დამოკიდებულება და განწყობა ადამიანების მიმართ, ასევე ის თუ როგორ განვითარდებოდა პროფესიულად, რა შესაძლებლობებს მისცემდა დამქირავებელი და როგორ გარემოში იმუშავებდა“.