LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ჩიხელიძე

დავით ჩიხელიძე: „სამარცხვინოა აშშ-ს პრეზიდენტის ქმედება, რომელმაც საქართველოს პრემიერ მინისტრი ოფიციალურ მიღებაზე მიწვეული სტუმრების სიიდან ამოიღო – მოსაწვევი გაგზავნეს, მხოლოდ იმიტომ, რომ გაეუქმებინათ“

ასე ეხმიანება  სოციალურ ქსელში  ექსპერტი დავით ჩიხელიძე,  საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ თეთრ სახლში მიწვევის გაუქმებას.

დავით ჩიხელიძე: „ომსა და მშვიდობას შორის ტოლობის ნიშნის დასმა პოლიტიკურ სიბეცეზე მიანიშნებს, ომი მშვიდობის ალტერნატივად არ გამოდგება, დღეს რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მშვიდობის დამსახურებაა“

მისი განცხადებით, უკრაინის მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ რა მოაქვს ომს, კერძოდ, ეკონომიკის შემცირება, ქვეყნიდან მოსახლეობის მასობრივად გამგზავრება, შემცირებული სამუშაო ადგილები, მრავალი დაღუპული და დაკარგული ტერიტორიები.

დავით ჩიხელიძე: „საქართველო-აშშ-ს ურთიერთობასთან დაკავშირებით ანა ბუჩუკურის პოზიცია დილეტანტურია, სწორედ აშშ-ს სენატში და კონგრესში მიიღეს გარკვეული ფინანსური სანქციების აქტი, რაც პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში არ ჯდება“

მისივე თქმით, სამწუხაროდ ბოლო დროს აშშ ღია ანტიქართულ პოლიტიკას აწარმოებს, რასაც ოპოზიცია არ ან ვერ ამჩნევს, მათ მიერ ხელოვნურად თავის დაბრმავება აჩენს განცდას, რომ ისინი სრულად ეთანხმებიან საკუთარი პატრონების სურვილს, მოხდეს საქართველოს დისკრედიტაცია.

დავით ჩიხელიძე „გლობალური კეთილდღეობის მონაცემებზე“ – საქართველოს აქვს ძლიერი ეკონომიკა, რომელიც მიუხედავად უამრავი შიდა და გარე გამოწვევებისა ზრდას განაგრძობს და მსოფლიოსთვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის

ექსპერტის შეფასებით, ეკონომიკის ზრდის ასეთი მაღალი ტემპი გამოიწვია საქართველოს პოტენციალის გამოყენების სწორმა დაგეგმვამ, თავისუფალმა ბიზნეს გარემომ, სხვადასხვა ბიზნეს თუ ეკონომიკური სერვისების ხელმისაწვდომობამ, დაბალმა გადასახადებმა და ა.შ.